ABOUT US

შპს “პალა ჯგუფი” საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე
ოპერირებს 2014 წლიდან. დღეისათვის “პალა ჯგუფისა” და მისი
შვილობილი კომპანიების მიერ დაწყებული და წარმატებით
დასრულებული 8 პროექტია, მათ შორის:
 პირველ პროექტს საფუძველი ჩაეყარა ქ. ბათუმში, სადაც
მივიღეთ მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამაში – “ბათუმი
ბარაკების გარეშე”, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივი
მთავრობის ხელშეწყობით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
იგეგმებოდა ბარაკების ჩანაცვლება ახალი მაღალსართულიანი,
ადაპტირებული, თანამედროვე ტიპის სახლებით.
თავიდანვე დასახულ მიზნად იყო მშენებლობის ხარისხი და
სამშენებლო პროცესის უსაფრთხოება, შესაბამისად პროექტი
განხორციელდა მაღალი ხარისხის მასალებით: გამოყენებულ
იქნა ბელგიური DECEUNINCK-ის ფირმის მეტალოპლასტმასის
კარ-ფანჯრები და ალუმინის ვიტრაჟები. OTIS-ის ფირმის
ლიფტი. მშენებლობისთვის გამოყენებულ იქნა
თბოსაიზოლაციო მასალა. 2017 წელს შენობა ბათუმის მერიის
მიერ მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. კორპუსი მდებარეობს
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში – სელიმ ხიმშიაშვილის 15/17ა.
ლოკაცია ქ. ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. #15/17ა
 შემდეგი ნაბიჯები დეველოპერულ ბაზარზე თბილისში
გადავდგით. ლისის ტბისა და ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ,
თბილისზე საუკეთესო ხედებით, შევიძინეთ ორი მიწის
ნაკვეთი, სადაც, ახალი რეგულაციების (41-ე დადგენილების)
გათვალისწინებით, ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი
კორპუსი წარმატებით ავაშენეთ. ორივე პროექტი მოიცავს
პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კორპუსებს, რომლებიც
უზრუნველყოფილია კამერებით, დასუფთავებით, დაცვით

სახანძრო და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით,
ადაპრირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის. მშენებლობაზე გამოყენებულია მხოლოდ
უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალა. ეს მიდგომა
გრძელდება დღემდე “პალა ჯგუფის” მიერ შესრულებულ ყველა
პროექტში.
ლოკაცია ქ. თბილისი ხომლის ქ. #14
ლოკაცია ქ. თბილისი, საშა (ალექსანდრე) იოსელიანის მე-3 შესახვევი
#1

 2021 წელს დასრულდა პროექტი ,,სამგორი რეზიდენსი’’, მეტრო
სამგორის მიმდებარედ. კორპუსი წარმოადგენს 14 სართულიანი
მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს.
ლოკაცია ქ. თბილისი, კოპცოვოს ქ. #8

 შემდგომი პროექტია – “მწვანე უბანი გლდანში’’ 2021-2023 წელი,
იგი მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, სამი მაღალსართულიანი
საცხოვრებელი კორპუსისა და პირველ სართულზე განლაგებულ
კომერციული ფართებისგან შემდგარ კომპლექსს წარმოადგენს,
მსოფლიოში მძვინვარე საშინელი ვირუსისა, და მისი
გამომწვევი უამრავი შეზღუდვის მიუხედავად, როგორც ყველა
სხვა, ასევე ეს პროექტიც წარმატებით დასრულდა და გლდანის
ამ ნაწილს განსხვავებული იერსახე შესძინა.
ლოკაცია ქ. თბილისი, მარატ ნოზაძის 29.
 2024 წელს დავასრულეთ 13 სართულიანი პრემიუმ კლასის
მრავალფუნქციური კორპუსი ‘’თაუერ გელოვანი’’, კორპუსი
სრულად მეტეხის კერამო-ბლოკით აშენდა, რამაც
განსაკუთრებული ეფექტი შესძინა მის ვიზუალურ და
ფუნქციონალურ მხარეს.

ლოკაცია ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. #5ა
 ამავდროულად 2024 წელს დასრულდა პროექტი ,,პალა ჯიქია’’.
მაქსიმალურად წყნარ და მყუდრო გარემოში, 5 სართულიანი,
მაღალი კლასის საცხოვრებელი კორპუსი, პანორამული
ხედებით ქალაქზე, რომელმაც ახალ-მობინადრე 20 ოჯახი ერთი
მთლიანი ოჯახათ აქცია.
ლოკაცია ქ. თბილისი, იოსელიანის ქ. #63

 პალა ვარკეთილი, რომელიც ჩვენი მიმდინარე პროექტია,
გახლავთ 11 სართულიანი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური
კორპუსი ვარკეთილის 3 მასივში მდებარეობს.
კონსტრუქციულად მყარი კორპუსი იტონგის ენერგოეფექტური
ბლოკით შენდება, ვიზუალურ მხარეს მეტეხის კერამობლოკი
ამშვენებს. პროექტი 200-ზე მეტი საცხოვრებელ ბინისა და
პირველ სართულზე არსებული რამოდენიმე კომერციულ
ფართისგან შედგება. პროექტი გამოირჩევა
ადგილმდებარეობით, 50 მეტრის რადიუსში მდებარეობს
ქართულ-ამერიკული სკოლა, საბავშვო ბაღი, 117 საჯარო სკოლა,
რეკრეაციული პარკი და მრავალი სხვა სამომხმარებლო ობიექტი,
რაც აქ ცხოვრებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის.
მშენებლობა 2026 წლის ბოლოს სრულდება და დღეისათვის
შიდა უპროცენტო განვადებით სასურველი ბინის შეძენა კვლავ
შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ 500 მეტრში მიმდინარეობს
თბილისში სიდიდით მე-3 რეკრეაციული პარკის მშენებლობა,
900 მეტრში მდებარეობს სავაჭრო ცენტრი ,,ისთ-ფოინთი’’, 950
მეტრია დაშორება ვარკეთილისა და ზედა სამგორის
მეტროსადგურებამდე.
ლოკაცია ქ. თბილისი, აკაკი ვასაძის ქ. # 4

დღეისათვის სამშენებლო ბაზარზე საჭირო უნარების მქონე კადრების
მოძიება საკმაოდ რთულია. ამ კუთხით ჩვენი კომპანია ზრუნავს
კვალიფიციური კადრების შენაჩუნებასა და მათ განვითარებაზე.
განხორციელდა თანამშრომელთა გადამზადება სამუშაოთა
უსაფრთხოდ წარმოების კუთხით. გვყავს სერთიფიცირებული
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც მუდმივად
ახდენენ სამუშაოების მონიტორინგს. დღეისათვის კომპანიაში
დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობაა 100-ს აღემატება. გვყავს
ახალგაზრდა არქიტექტორთა და მარკეტინგის გუნდი. მიმდინარეობს
მოლაპარაკება შემდგომი პროექტების განსახორციელებლად, როგორც
თბილისში, ასევე რეგიონებში.

ჩვენი ჯგუფის მიზანია მშენებლობის პროცესი კომფორტულ,
ხარისხიან და უსაფრთხო პროცესად ვაქციოთ. ყველა პროექტის
დაგეგმილ ვადებში დასრულებამ, უმაღლესმა ხარისხმა, ბაზარზე
საუკეთესო ფასმა მომხმარებელთა განსაკუთრებული ნდობა
შეგვძინა. ეს შრომით პროცესს ბევრად მარტივს, ხალისიანს და
სასიამოვნოს ხდის.
მომხმარებლის ნდობა ფასდაუდებელი კონკურენტული
უპირატესობაა.