ჩვენ შესახებ
სამშენებლო დეველოპერული კომპანია PALA GROUP დაარსდა 2014 წელს. კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი წარმატებული პროექტი, როგორც ბათუმში ასევე თბილისში.
დასრულდა 14 სართულიანი კომპლექსის მშენებლობა ბათუმში. “NOVA HOUSE” რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის ქუჩა 15/17-ში. ზღვიდან 650 მეტრის, ხოლო „6 მაისის” პარკიდან 200 მეტრის სიახლოვეს. პროექტი გამოირჩევა, როგორც ზღვის, ასევე ქალაქისა და მთის ხედებით.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თქვენ იგრძნობთ თავს მშვიდად, დაცულად და კომფორტულად. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ტიპის გადაწყვეტები არის ის, რაც სჭირდებათ თანამედროვე ბათუმსა და მის მაცხოვრებლებს.
PALA GROUP მიზანია შექმნას თანამედროვეს სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
კომპანიამ დაიწყო ორი მრავალბინიანი საცხოვრბელი კოპრუსის მშენებლობა სხვადასხვა ლოკაციაზე, ქ. თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე და ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ლისისი მიმდებარედ “Lisi View“ , მშენებლობა ორივე ლოკაციაზე დასრულდა 2019 წლის აპრილში. პროექტის განხორციელება მიმდინარეობდა ევროპული სტანდარტების მქონე, ენერგოეფექტური, დაბალ სართულიანი განაშენიანებით. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დიდი სარეკრეაციო ზონის მოწყობა.
2019 წლის დასაწყისში დეველოპერულმა კომპანია “Pala Group“-მა დაიწყო სამგორის მეტროსთან ახალი, მაღალი კლასის, თანამედროვე სტანდარტებით მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა “სამგორი რეზიდენსი“, მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში და სრულდება 2020 წლის ბოლოს.
პარალელურად კომპანია აგრძელებს ინვესტირებას სამშენებლო ბიზნესში და იწყებს ახალი – ინოვაციური კომპლექსის მშენებლობას გლდანი-მუხიანის მიმდებარედ “მწვანე უბანი გლდანში“ , ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდი გარემოში. კომპლექსი მოიცავს სამ საცხოვრებელ კორპუსს, რეკრეაციულ ზონას, სადაც გაშენდება სკვერი, მოეწყობა მწვანე საფარი. პირველი ბლოკის მშნებლობა იწყება 2019 წლის ივლისიდან და სრულდება 2020 წლის ბოლოს.